სალხინოს ეკლესიის ეზოში – ხმაური და უკმაყოფილება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა. ადგილზე მივიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალხინოს ტაძარში გეგმავდა წირვის ჩატარებას. თავდაპირველად მრევლის ნაწილი მას ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მიტროპოლიტმა ეკლესიამდე მისვლა მოახერხა და ამ დროისათვის ტაძარში უკვე წირვა მიმდინარეობს.
რაც შეეხება ბიზნესმენ კეკუტიას – ბოლო დღეებში ის აქტიურად ჩნდება ეპარქიაში. მამა დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა, ამბობს, რომ კეკუტიას იმ ტერიტორიაზე, სადაც სალხინოს ტაძარია, ბიზნესინტერესები აქვს. მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს დასახვედრად დღეს ტაძარიც მოამზადეს და ერთადერთი თხოვნა რაც მასთან ჰქონდათ იყო ის, რომ იქ კეკუტია არ მიეყვანა.
„მე საერთოდ დავალებით არ დავდივარ“ – ასე უპასუხა რუსეთში კლიმენტი კეკუტიამ “მთავარის” შეკითხვას, ასრულებს თუ არა ის საპატრიარქოს დავალებებს.
ტაძრის ეზოში შეკრებილთა ერთმა ნაწილმა კეკუტიას “მკვლელი” და “არაკაცი” უწოდეს.
კომენტარები