• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიხრჩობოდი ხველებით, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. სასუნთქი ჟანგბადი არ გავიკარე” – ჟურნალისტი კოვიდის დასამარცხებელ წამალს ასაჯაროებს

ალია ავტორი - ალია
13:11 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
431

ჟურნალისტი დალი ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მათთვის, ვისაც კოვიდის ეშინია: მოგახსენებთ, რომ ვარ მედიკამენტებზე რადიკალურად ალერგიული, მაქვს თანამდევი დაავადება, ასთმა. კოვიდი ნოემბერში დავამარცხე, მძიმე მდგომარეობით შევედი საავადმყოფოში, ეს იციან ჩემმა ახლობლებმა. ვერ ვსაუბრობდი ჰაერის უკმარისობის გამო, მაგრამ მთავარია არ დაეცე სულით, ორივე ფილტვის პნევმონია მქონდა, წამალი არ შეიძლებოდა ვინაიდან რეაქციას მომცემდა. 35 წელი წამლის გარეშე ვცხოვრობ, მინდა არ მინდა ასე მიწევს. იოდი, რომ იოდია, ისიც კი საშინელ რეაქციას მაძლევს, ანტი ალერგიული პრეპარატები კომაში მაგდებს და ვარ უფლისა და ჩემი ჯანმრთელობის იმედზე. ასეთი მდგომარეობის ადამიანი მოვხვდი საავადმყოფოში.

ვიხრჩობოდი ხველებით, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. პირველი რაც გავაკეთე, ჟოლოს ცხელი კომპოტი ვსვი, დაახლოებით ერთ ჯერზე სამ ლიტრამდე, რასაც მოვერიე. მერე ყოველ ხუთ წუთში გირჩის მურაბის ჩაის ვსვამდი, ფილტვების უებარი წამალია. უზმოზე, 8 კოვზი თაფლი, ერთი თავი ლიმონი და ოთხი თავი ნივრის დაბლენდერებულ ნაზავს ვიღებდი ყოველ დილა, ერთ სუფრის კოვზს. სასუნთქი ჟანგბადი არ გავიკარე, ფილტვებს ვნებს. დღეში სამჯერ ვბერავდი ხუთ ბუშტს და ამას ემატებოდა ის, რომ პალატაში დავდიოდი და დავდიოდი.

ვმოძრაობდი, ვმღეროდი, ვიცინოდი, ვცეკვავდი და დავცინოდი მახრჩობელა კორონას! თუ სიკვდილია, დაე! ცეკვა – სიმღერით მოვკვდე -მეთქი. მამხნევებდა გარედან ყველა! ლექსი მივუძღვენი პალატაში მყოფ დევნილს, აფხაზეთიდან. მერე მისი დაბადების დღეც აღვნიშნეთ! წითელი ღვინოც მოვწრუპეთ და 14 დღეში სამი ქალბატონი გამოჯანმრთელებული გამოვეწერეთ! მე უწამლოდ და ექიმების ჩარევის გარეშე გამოვძვერი კორონას „ბრჭყალებიდან”. უბრალოდ მათი ზედამხედველობის ქვეშ ვიწექი და ყოველ დილა-საღამოს სიცხის მაჩვენებელს იწერდნენ . არ შეგეშინდეთ! თქვენ დაამარცხებთ კორონას! უბრალოდ იცინეთ და სულიერად არ დაეცეთ! მიიღეთ ეს რეცეპტები რაც აქ ჩამოვთვალე”,

“ალია” შეგახსენებთ, ნებისმიერი ნაზავის გამოყენებამდე, მიმართეთ ექიმს და მხოლოდ მისი რეკომენდაციით იმოქმედეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved