• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვიღაცეებმა რეიტინგი მოიმატეს და ამ ბიჭს ნახევარი ქვეყანა ლანძღავს… მეტი კი არაფერი დამართნია ბუდუ ზივზივაძეს…” – სანდრო ელოშვილი გიორგი გველესიანზე

ალია ავტორი - ალია
19:09 07-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
424

რეჟისორი სანდრო ელოშვილი:

,,გიორგი გველესიანის ჩემგან დამცველებს… <3
ჯერ კიდევ 18 წლის იყო “დინამოს” უმაღლესში რომ ამოიყვანეს და იქიდან მოყოლებული ვგულშემატკივრობ, დაახლოებით 7-8 წელიწადია ეს ბიჭი ირანში თამაშობს, ყოველთვის უმაღლეს დონეზე და ივნისის შუა რიცხვებში ვინც ნახეთ პირველად, გეტყვით რომ წლების წინ უნდა მოეყვანათ ნაკრებში, რადგანაც ერთერთი საუკეთესო და სტაბილური მცველია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
იყო იმ ნაკრების წევრი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ითამაშა, გარდა პატივისა და დიდებისა, პასუხისმგებლობაცაა და არაფერია იმაში უცნაური რომ მისი სიტყვები მეტადაა ასაწონი და დასაწონი, ვიდრე ჩვენი, რადგანაც ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ და ის თითოეული ახალგაზრდისთვის მისაბაძი მაგალითია.
როდესაც ვამბობ რომ არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას, არ ვგულისხმობ იმას რომ მას საკუთარი აზრი არ უნდა გააჩნდეს, ვგულისხმობ რომ მტერი ჩავარდეს სენსაციას გამოკიდებული ქართული ტელევიზიებისა და ჟურნალისტების ხელში.
და ახლა რა? ვიღაცეებმა რეიტინგი მოიმატეს და ამ ბიჭს ნახევარი ქვეყანა ლანძღავს… მეტი კი არაფერი დამართნია ბუდუ ზივზივაძეს, ნახევარი ინტერვიუ რომ ამოაჭრევინა ერთერთ გადაცემაში.
რაც შეეხება გველესიანის განცხადებას, მიუხედავად დიდი პატივისცემისა, მისი განცხადება ჩემთვის ძალიან ცუდი ტონია!
დავიწყოთ იქიდან რომ კითხვაზე, უნდა თამაშობდნენ თუ არა ქალები ფეხბურთს, მან უპასუხა რომ “ქალებს ნაკლებად გამოსდით”.
მეგობრებო, ვინც ორი თვის წინ დაიწყეთ ფეხბურთის ყურება, მესმის რომ ეიფორიაში ხართ, მაგრამ ნამდვილად უხერხულია იმ “დინამოს” კაპიტნისგან სხვის “არ გამოსვლაზე” საუბარი, რომელსაც ევროტურნირებიდან ხან ყაზახეთის “აქტობე” და ხან აზერბაიჯანის “გაბალა” აგდებდა…
გვკითხეთ “დინამოს” გულშემატკივრებს და გეტყვით, იმ სიმახინჯის შემდეგ, რასაც ის “დინამო” თამაშობდა, რომელიმე მის წევრს თუ აქვს უფლება სხვა განსაჯოს და სხვისი ნათამაშები ფეხბურთი დაიწუნოს, მითუმეტეს რომ ქართველმა ფეხბურთელმა ქალებმა გაცილებით ადრე უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს, ვიდრე საქართველოს კაცთა ნაკრებმა წელს.
მოკლედ, ნამდვილად არ ვაპირებ ახლა ქალთა და კაცთა ფეხბურთის შედარებები ვაკეთო, თუ ძალიან გინდათ ჩაწერეთ Youtube ზე ბრაზილიელი მარტა ანდა გერმანელი ბირგიტ პრინცი და მერე თქვენ თვითონვე შეადარეთ ქართულ ფეხბურთს, იმ წლებში, როდესაც ისინი თამაშობდნენ.
ამის შემდეგ გველესიანმა ახსნა-განმარტებითი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ჩემი აზრით უფრო მეტი ცუდი თქვა, ვიდრე ის რომ “ქალებს ნაკლებად გამოსდით”, ვციტირებ:
“ჩემს გაგებაში, ქალთან ყველაზე ახლო მდგომი ეპითეტი არის სინაზე, მაგრამ ფეხბურთისგან ყველაზე შორს მდგომ სიტყვადაც, სინაზე მახსენდება, თავად გოგონები მეზრდებიან, თუ მსგავსი სურვილი ექნებათ, მე ხელს ვერ შევუშლი, მაგრამ ძალიან დამენანებიან იმ ფიზიკური ტკივილისთვის, რაც ამ სპორტს მოაქვს და რაც მე პირადად გამომიცდია”
ფეხბურთს მოაქვს ფიზიკური ტკივილი? სპორტს? წარმატებას?
არა გიორგი! ტკივილია როდესაც ასი ათასობით ქალი მოწყვეტილია საკუთარ ოჯახს, გადახვეწილია უცხო ქვეყანაში და უწევს მომვლელად თუ დამლაგებლად მუშაობა, იმისთვის რომ ოჯახი არჩინოს საქართველოში, დეტალებში აღარ შევალ… შვილის დატოვებაა ტკივილი, ფოტოებად ქცეული ოჯახია ტკივილი, საკუთარი პატარის მაგივრად, სხვისი პამპერსების გამოცვლაა ტკივილი…
ბურთის გორაობის ტკივილს შეედრება?
კითხე აბა ასეთ ქალებს, სხვისი თავდამსხმელების დევნა თუ არ ურჩევნიათ სხვა ვიღაცის ბაბუის თუ ბებიის დევნას?!
დაუყენე აბა არჩევანი, სინაზესა და ფიზიკურ შრომას შორის, სინაზე თუ არ აირჩიონ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის რეალობა არ იძლევა ამის საშუალებას!
ასე რომ ძალიან სამწუხაროა ასეთი განცხადებები და შესაბამისად ქალების აღშფოთებისაც არ უნდა გაუკვირდეს ვინმეს…
წარმატებები გიორგი ფეხბურთში, ნამდვილად კარგად გამოგდის და მუდამ შენი გულშემატკივარი ვიქნები! <3
ისე კი, კაცების გავიგე, რა თქვა არასწორიო, რომ მეკითხებიან… მაგრამ ქალებიც ვერ ხვდებით? ფიქრობთ მარო მაყაშვილი გიჟდებოდა ომზე? თუ ქეთევან წამებულმა არ იცოდა სად მიდიოდა? მთელი სამყარო ვითარდება და თამარ მეფის ქვეყანაში ასეთი რეგრესი გაგონილა?!
მოკლედ რა… 🙂 ვიხაროთ და ვიბედნიეროთ, ყველაფერი კარგად იქნება! <3
ჩემი უპირობო მხარდაჭერა გმირ ქართველ ქალებს, უნდა ვაღიარო რომ ყოველთვის პირველ პლანზე იყავით, ყოველთვის სამაგალითოები და ძლიერი დასაყრდენები, ომი იქნებოდა თუ მშვიდობა, ჭირი თუ ლხინი… აფხაზეთი თუ ცხრა აპრილი…
P.S. ოლიმპიადაზე რომ ეთერ ლიპარტელიანი მოიგებს ჯუდოში ოქროს მედალს, მერე ნახეთ თქვენ! ?
P.P.S. ორი დღის წინ რაგბი 7 – ში ქართველმა ქალებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს…
ასე რომ რაგბი ჩვენი თამაშია, კაცებისაც და ქალებისაც… <3”

თეგები: გიორგი გველესიანისანდრო ელოშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved