საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს აქციებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
„მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მესმის, რომ ცივა, მესმის, რომ კორონავირუსია და კარგი ამბავი ისაა, რომ უკვე გაჩნდა ვაქცინა. თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა ამ ვაქცინის საქართველოში ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუ ნორმალური მთავრობა იქნა როგორც კი აშშ-ში გამოვა ეს ვაქცინა, პრაქტიკულად იმავე დღეს, ან მეორე დღეს იქნება საქართველოშიც. თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არასდროს არაფერს ვსაუბრობ და ვლაპარაკობ“, – ამბობს სააკაშვილი.
კომენტარები