საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, გუშინ, საპროტესტო აქციის დროს ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული ტექნიკის ხელყოფას გმობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მოუწოდებს ინციდენტების სწრაფად გამოძიებისკენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული ტექნიკის ხელყოფას და პროკურატურას ინციდენტების სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
გუშინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ ჟურნალისტები. დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა.
როგორც ქარტიისთვის არის ცნობილი, პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, ასეთივე ოპერატიულობით შეუდგეს პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებისა და დრონების გატაცების ფაქტების გამოძიებას და მედიასაშუალებებს დრონების დაბრუნებაში დაეხმაროს,” – წერია განცხადებაში.
კომენტარები