საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსების მიერ უკრაინაზე თავდასხმას გმობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს ომში მყოფ ქვეყნას.
„მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს #კიევში. ბევრი უდანაშაულოს სიცოცხლე შეეწირა, 70-ზე მეტი დაშავდა აგრესიის კიდევ ერთი სასტიკი აქტის შედეგად. ჩვენი ფიქრები უკრაინის ირგვლივაა. ჩვენი სოლიდარობა უკრაინას”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები