გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუნდის წევრები ერთიანდებიან საქართველოს ძლიერებისთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ.
„ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს ახლა სწრაფი განვითარების თანმიმდევრული გეგმა სჭირდება.
გიორგი გახარიას გამოსვლამდე პარტიის წევრებმა ის პოლიტიკური ძალის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
კომენტარები