კვლავ ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აკეთებს.
მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლობა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
კომენტარები