ლალი მოროშკინა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მამა პეტრე კვარაცხელიას მოულოდნელი სტუმრობის შესახებ წერს.
“ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
დღეს დილიდან ჟრიამული იყო აუზზე…
ბავშვები წყალში ლაზღანდარობდნენ, უფროსები ბართან, მხოლოდ ერთი ქალბატონი შეფიქრიანებული მეჩვენა.
უცებ კიბეზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა…
ვერ წარმოგიდგენიათ ამ ქალბატონის სიხარული, თვალები ცრემლებით აევსო…
თურმე წლებია ოცნებობდა მამა პეტრესთან შეხვედრაზე და ეს სურვილი ნინოობაზე აუხდა!
მე კი უბრალო, ადამიანური მადლიერება მინდა გამოვხატო Petre Kolxi -ის მიმართ. დღეს ბოდბე მოილოცა და ეს მადლი მეც მიწილადა… სიღნაღში ჩამომაკითხა.
მიყვარს ეს დღე,
წმ.ნინოს სულ ველაპარაკები, ვიცი რომ ის მაძლიერებს…
მადლობა სამყაროს”, – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.



კომენტარები