• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს…“ – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
12:32 04-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

კოვიდინფიცირებული თინა ხიდაშელი კლინიკიდან ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“როგორ მეზარებოდა ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა, ზეიმი, მწვანე-წითელი ბრჭყვიალი, სანტა-კლაუსები და თოვლის ბაბუები.

მაინც მოვინდომე, მოვრთე და მოვკაზმე, კოვიდ დეპრესიას ბრძოლა გამოვუცხადე და ელავდა და ბზრიალებდა ჩემი სახლი.

ჩემს თავს პირობა მივეცი არ დავიზარებდი და არანაკლებ დროს და ენერგიას მოვანდომებდი სააღდგომო სამზადისს.

არ გამოვიდა… ვერ ვასრულებ პირობას.

რამდენი რამე გამოვტოვე …

– თოვლი თბილისში;

– გაზაფხულის მოსვლა;

– ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები;

ბზობა;

– აღდგომა…..

ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას… ვერ დავიბრუნე ხალისი.

არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა “იცხოვრე ყოველი დღე ისე როგორც უკანასკნელი”. არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა!

რამდენიმე წლის წინ, 2016-ში დავწერე სიცილი დავკარგე და სიცილის დაბრუნებამდე გემშვიდობებითთქო. რა უღიმღამოდ მოჩანს ეხლა მაშინდელი ტრაგედია და დარდი, ისიც კი აღარ მახსოვს საერთოდ რა იყო ის ტრაგედია და დარდი. წინ იმხელა განსაცდელი მელოდა თურმე, ნამდვილი გამოცდა ნერვებზე, გამძლეობაზე, მობილიზების უნარზე, ხალისის აღმოჩენასა და მოხმობაზე და ალბათ მაინც ყველაზე მთავარზე შენი დარდით და განსაცდელით არ დატანჯო სხვები …

არ ვიცი როგორ ჩავაბარებ ამ გამოცდას, ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს წინ, მაგრამ, ამდენი პრობლემის, სრულ საგიჟეთში ცხოვრების, ირგვლივ უდიდესი გაჭირვებისა და დეპრესიის ფონზე, ყოველდღიულად ამდენ ადამიანს რომ ვახსენდები, მკითხულობს, წარმოუდგენელ სიყვარულს და ენერგიას მიგზავნის, უკვე ზუსტად ვიცი რომ სამი თვის შემდეგ იქნება თუ ექვსი თვის შემდეგ აუცილებლად ფეხზე დავდგები და იმაზე უფრო რკინის ვიქნები ვიდრე მანამდე ჩემი, შენი, ჩვენი უკეთესი ყოფისთვის.

PS აქვე ძალიან დიდი ბოდიში ყველას როდესაც უცებ ვერ გპასუხობთ, ერთი მხრივ ძალიან სუსტად ვარ, უამრავ პროცედურას მიტარებენ, და თუ პროცედურებზე არ ვარ ისეთი დაღლილი ვარ პრაქტიკულად სულ მძინავს და ამასობაში გადის დღე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ყველას მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ ამას, როგორც ჩანს, ხშირად ვერ ვახერხებ.“ – წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელი კორონავირუსს სახლში მკურნალობდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved