სოციალურ ქსელში ვრცელდება 5-ლარიანი კუპიურის ფოტო, რომელზეც შემდეგი წარწერაა: „სახსოვრად მარიამს მამიკოსგან. მიყვარხარ. 2017.09.06“
პოსტის ავტორი „ბათუმის ჯგუფში“, სადაც აღნიშნული ფოტო გაავრცელა, წერს, რომ კუპიურის პატრონს ეძებს.
ხელმოწერით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კუპიურა ვინმე მარიამ გიორგაძეს ეკუთვნის.
„ვეძებთ ამ ხუთ ლარიანის პატრონს,სავარაუდოდ ბათუმში“ – წერს პოსტის ავტორი.
კომენტარები