ვასილკოვაში მდინარე შტუგნას სანაპიროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ვასილკოვას მერმა ნატალია ბალასინოვიჩმა განაცხადა.
„ჩვენი ახალი სანაპირო მდინარე შტუგნაზე, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა დღეს, ახლა უკრაინის დიდი მეგობრის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელობის იქნება.
სწორედ ჯონსონი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინისთვის სრულმასშტაბიანი სამხედრო დახმარება გაეწია, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სურვილს, დაამარცხონ რუსი დამპყრობელი“, – წერს ბალასინოვიჩი.
კომენტარები