“ე ბიჯო, ეშინიათ რომ მათაც მიადგება, რეპეტიციებს დაესწრება, შეუსწორებს, გამოცვლის ვინც არ მოეწონება. და აბა არ მიულოცავენ? ვარესსაც იზამენ,” – ასე ეხმაურება ფილოსოფოსი და სოციოლოგი გიგი თევზაძე ქუთაისის ოპერის თეატრის მიერ კულტურის მინისტრისათვის დაბადების დღის მილოცვის ტექსტს.
ცნობისათვის, ქუთაისის ოპერის თეატრის მისალოც ტექსტში ნათქვამია:დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს – ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას. იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა.“














კომენტარები