• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინაციის ბანერები, რომლებსაც სისხლიანი პლაკატები გადააკრეს, 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო გამოკრული

ალია ავტორი - ალია
16:49 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

ვინ დგას ქალაქში გაკრული სისხლიანი ბანერების უკან – ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანია “ალმა”, რომლის კონსტრუქციებზეც სისხლიანი ბანერებია განთავსებული, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ეკუთნის.

მათი თქმით, ეს კომპანია მონოპოლისტადაა ქცეული და “ქართული ოცნების” თანხმობის გარეშე არავის ბანერს არ აკრავს. ამას ადასტურებს მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლების განცხადებებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კომპანიას ანტისაოკუპაციო ბანერების განთავსებაზე არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხად დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. 

ამასთან ერთად, ირკვევა, რომ ვაქცინაციის ბანერებზე სისხლიანი ბანერების გადაკვრით ხელშეკრულებაც დაირღვა, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ბანერები 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო განთავსებული.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებაში” ახლა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არა ადამიანის ჯანმრთელობა, არამედ სისხლიანი კამპანია აღმოჩნდა.

“მაქვს ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ ვაქცინაციის ბილბორდი უნდა ყოფილიყო 31 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა, სისხლიანი ბანერები გამოეფინა საქართველოს მასშტაბით. ეს არის სახელისუფლებო პარტიის დაკვეთა, როცა კონკრეტულ ორგანიზაციას არ აკიდებინებენ ბანერს, ხოლო თუ “ოცნების” და ივანვიშვილის თავში რამე მოიხარშა, შეუძლიათ ვაქცინაციის ბანერები მოხსნან და სისხლიანი ბანერი გააკრან. ეს აჩვენებს მათ პოლიტიკურ გახრწნილობას”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, თბილისში სიძულვილის ბანერები ისევ გამოჩნდა. ამჯერად ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხელისუფლებისათვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.

`„მთავარი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved