• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ მეგრელიშვილი: გაერთიანდნენ “მიშას” იდეის გარშემო, უპირისპირდება ბიძინა, ჩვენი ადგილი არაა

ალია ავტორი - ალია
12:34 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

“გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მათი დაკვირვებით, ქვეყანაში არსებობს ბელადომანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ტრიალებს. ამის შესახებ მეგრელიშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

“ჩვენი აზრით, ჩვენ ვართ ყველაზე თანმიმდევრული ადამიანები, ფაქტობრივად ვანგასავით გამოგვდის, რაღაცებს წინასწარვმეტყველებთ, მერე ეს რაღაცები ხდება. სამწუხაროდ იმის გამო, რომ ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს არჩევნებზე, ისევე როგორც ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”, ბუნებრივია, ჩვენ ასეთი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია პროცესებზე და აქედან გამომდინარე თავსაც ასეთი გამოდებით არ ვიდებთ, მაგრამ, ზოგადად, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ კონტექსტი წარმოვიდგინოთ, ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც უიდეო ბრძოლას, ბრძოლას ხელისუფლებისთვის, არა ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, არამედ რაღაცნაირად, ხელისუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ამან ძალიან ბევრი რაღაცები გვაჩვენა.

მათ შორის, დაკვირვებით, რომ თურმე რა მასშტაბის ბელადომანია ყოფილა ქვეყანაში, რა მასშტაბის პიროვნების კულტს ნერგავს მედია საზოგადოებაში. ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენ ძირითადად ვაკვირდებით და ვემზადებით გრძელვადიანი თამაშისთვის, რომელიც სავარაუდოდ ამ კრიზისის დასრულების მერე რაღაც ფორმას მიიღებს.

ბელადომანიაში ვგულისხმობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ძალიან ნათლად გამოჩნდა როგორ ცდილობს ქართული პოლიტიკური სპექტრი მისი მზისა თუ ჩრდილის ქვეშ ადგილის მოპოვებას. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვგულისხმობ, ბუნებრივია. რა გამოსვლებსაც ვისმენთ მედიაში, როგორია დამოკიდებულება, დაწყებული იქიდან, რომ ჩვენ ლილიპუტები, ის რაღაც გმირი, ჩვენ ვინ ვართ, ის არის…. ჩემი აზრით, თუ რამეს ეწინააღმდეგებოდა “გირჩი” და თუ რამის წინააღმდეგი იყო იდეა “გირჩის”, იყო ბელადომანიის წინააღმდეგი, რომ რაციონალურ საფუძვლებზე თანამოაზრეებს რაღაცა მოგვეფიქრებინა.

ფაქტობრივად სრულად წაიშალა ყველანაირი საზღვრები, ასე ვთქვათ პარტიებს შორის, იმდენად ყველა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომელიც არის სახელად “მიშა” და მეორე იდეა, რომელიც ამას უპირისპირდება, არის სახელად “ბიძინა” და ამ ადამიანების ამ ურთიერთბრძოლაში ჩვენი ადგილი სამწუხაროდ არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არის და აქედან გამომდინარე გირჩის პოზიცია ასეთი პასიურია,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved