დიპლომატიურ უწყებებში სკანდალური დანიშვნები გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში საქართველოს საელჩოში პირველი მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ქალიშვილი დანიშნა.
25 წლის ანა გომელაურს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
საგარეო უწყებაში ვერ განმარტავენ, რატომ დაინიშნა დიპლომატიურ სამსახურში გამოუცდელი კადრი.
“ქართულ ოცნებაში” დიპლომატიურ სამსახურში გამოუცდელი კადრების დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავენ.
ადამიანმა თუ არ დაიწყო საქმიანობა, გამოცდილება ისე შეიძლება ვერ მიიღოს.ის რომ ვინმე ვინმეს შვილია, არ შეიძლება გახდეს დაბლოკვის საფუძველი, თუკი კონკრეტული ადამიანი არის კვალიფიციური”, – ამბობს ანდრი ოხანაშვილი.
კომენტარები