საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით საუბრისას იმედიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გომელაურის თქმით, ასეთ დროს თანამშრომლობა და გვერდში დგომა მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გითხრათ თქვენ, პრესის წარმომადგელნებს. ძალიან მშივნელოვანი იყო ის თანმშრომლობა, ურთიერთობა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის, გვერდში დგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამ შემთხვევაში, მადლობა ყველაფერისთვის, ვინც გუშინ გვერდში დაგვიდექით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.
კომენტარები