• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვადებთან დაკავშირებით მეტრო გოცირიძეზე არ ვისაუბრებ, ჩვენი აქილევსის ქუსლი გახდა – რას ამბობენ თბილისის მერიაში?

ალია ავტორი - ალია
11:58 02-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,435

თბილისის მერიაში ისევ ვერ ამბობენ როდის გაიხსნება მეტრო “გოცირიძე”. მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი “ინტერპრესნიუსთან” ამბობს, რომ მეტროში სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა მერია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ელოდება.

“უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით “გოცირიძეზე” შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი “აქილევსის ქუსლი” გახდა”, – ვიქტორ წილოსანი.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს კომპანია “კაიზერთან” ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო, თბილისის მერი კახი კალაძე მაშინ ამბობდა, რომ სამუშაოები 3 თვეში დასრულდებოდა. პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული საქმე კომპანია კაიზერის დაწყებული საქმე “მამისონმა” გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამშენებლო კომპანია,”მამისონს” შორის გაფორმებულ შეთანხმებაში წერია, რომ სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ამ მოტივით ხელშეკრულების ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა მეტრო ჯერ კიდევ არ გახსნილა.

ხელშეკრულების ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას, შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 31%, ანუ დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარი აქვს გადახდილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved