• რეკლამა
  • კონტაქტი
06:52, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უზარმაზარი შოკი მაქვს და 2 დღეა ვფიქრობ, რა ვთქვა, სირცხვილით ვერც დავალაიქე…”

ალია ავტორი - ალია
16:16 11-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“90–იან წლებში მახსოვს გიამ რამდენჯერმე ჩემ მშობლებთან დამტოვა, თვითონ რაღაც საქმეზე მიდიოდა. მშიამეთქი დედაჩემს ვეტყოდი და შვილიშვილებისთვის (ჩემი ძმისშვილებისთვის) მომზადებულ სუპს მთავაზობდა სულ.

ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე, ამის მეტი საჭმელი არ გაქვთ, ეს რა უბედურებაამეთქი და არაო, ჩვენც ამას ვჭამთო. და უცბად ისეთი ძალით ჩამცხო რეალობამ თავში, იმ რეალობამ, რომლისგანაც აბსოლუტურად მოწყვეტილი ვიყავი ხელისუფლებაში ყოფნის გამო (თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციაში), რომ სირცხვილით აღარ ვიცოდი, რა მექნა. არა იმიტომ რომ ჩვენ თავზე გვეყარა, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ, ეს პრობლემა ჩვენ არ გვქონდა და რაღა შორს წავიდე, საკუთარი მშობლების გაჭირვებაც კი არ ვიცოდი, რადგან ისინი არასოდეს დაიწუწუნებდნენ ჩემთან რამე თუ აკლდათ.

ეს ამბავი ეკა ხერხეულიძის სტატუსმა გამახსენა, რომელიც არა ნაკლები შოკი იყო ჩემთვის, სადაც ეკა 92–93 წლების ამბებს ყვება და იხსენებს, როგორ მიუქსიეს სპეციალურად დაგეშილი ნაგაზები დემონსტრანტებს გენშერის და ბეიკერის საქართველოში სტუმრობის დროს და როგორ ახშობდნენ დაგლეჯილი ხალხის ბღავილს მუსიკით და დოლ–გარმონით ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღია ცისქვეშ ღონისზიებაზე გენშერის და ბეიკერის პატივსაცემად.

ამდენი წლის შემდეგ ეს ამბავი გუშინ გავიგე! სრულიად იზოლირებულს რეალობისგან, მაშინ არაფერი მსგავსი არ მსმენია და არც ტელევიზიები იყო იმ დროს, მხოლოდ პირველი სახელმწიფო არხი მაუწყებლობდა და ამ არხიდან ვინ შეიტყობდა სიმართლეს.

უზარმაზარი შოკი მაქვს გუშინდელი დღიდან და 2 დღეა ვფიქრობ, რა დავწერო, რა ვთქვა. ეკას სტატუსი სირცხვილით ვერც დავალაიქე – მე ხომ იმ დროს ან ღონისძიებაზე ვიქნებოდი, სადაც ვერ გავიგონებდი ვერაფერს, ან სახლში, სადაც პირველ არხზე არავინ მეტყოდა ამას. ანგელოზი არც მე ვარ და არც არავინ. მე შეიძლება, ვისაც მტრად ვთვლიდი, და ვისაც დსთ–ში შესვლის მიზეზად ასახელებდა მაშინდელი ხელისუფლება, იმაზე მეთქვა ეს შემზარავი სიტყვები – თუ მისი მიზეზით უნდა შეგვათრიოთ დსთ–ში, რატომ გაუშვით ცოცხალიმეთქი –არა იმიტომ რომ ამ ადამიანის სიკვდილი მსურდა, არამედ იმიტომ რომ დავიჯერე რომ ის იყო მიზეზი ჩვენი რუსეთთან ხელახალი მიბმის და ამას დღეს ძალიან ვნანობ…

“ძაღლებისგან დაგლეჯილი ხალხი ფილარმონიის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელებში ეყარა…”

კიდევ ბევრი რამ შეიძლება გამეფიქრა ან მეთქვა მტრობით, თუნდაც აქციის დაშლა–დარბევა, მაგრამ ხალხზე ძაღლების შესევა??? იარაღით დახოცვა??? ძალიან კარგად მესმის, რომ “არ ვიცოდი და ეხლა გავიგე” არც გამართლებაა და შეიძლება არც დაიჯეროს ბევრმა.

მართლა არ ვიცოდი, რადგან მე, როგორ მონსტრადაც არ უნდა მსახავდეს იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილი, არაფრის გადამწყვეტი არ ვიყავი არც პალამენტში და არც 2თვიანი ვიცეპრემიერობის დროს მთავრობაში, საიდანაც დსთ–ში შესვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად გადავდექი – მხოლოდ კონკრეტულ პოზიციას ვახმოვანებდი. ეს არც გამართლებაა და არც ჩემს პასუხისმგებლობას არ ამცირებს – როცა ადამიანებს ხელისუფლების მიერ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გლეჯდნენ, მე მეორე მხარეს ვიდექი და ესაა ჩემთვის შემზარავი რეალობა. Eka Kherkheulidze ეკა, ვერ დავალაიქე შენი სტატუსი, რადგან სირცხვილის აღმნიშვნელი რეაქცია არ აქვს ფეისბუკს. მაპატიე სხვა მხარეზე დგომა იმ საშინელ პერიოდში და მადლობა იმისთვის რომ დღეს მეგობრები ვართ.”

აქვე შეგიძლიათ ნახოთ ეკა ხერხეულიძის ის სტატუსი, რომელსაც ირინა სარიშვილი პასუხობს.

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved