• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უცხო ქვეყნის სანომრენიშნიანი ავტომობილების დაჯარიმების წესი იცვლება

ალია ავტორი - ალია
15:58 11-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მფლობელები, ვიდეოჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დაუშვან, მანამ სანამ პირი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის – „ბიემჯის“ ცნობით, აღნიშნული ცვლილების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში იგეგმება.

კანონში შესატან ცვლილებებზე დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულმა კანონპროექტმა დეპუტატების მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა.

„27-ე პუნქტში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მეათე მუხლის შემდეგ დაემატა მეთერთმეტე და მეთექვსმეტე ნაწილები – უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მიერ საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე პირველი მოსმენის ფარგლებში ძალიან ბევრი შენიშვნა გამოითქვა. აღნიშნულ საკითხზე შსს-ს მიერ გაკეთდა განცხადება, ის საკანონმდებლო რეგულირება, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ვიდეოჯარიმების აღსრულებას უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მიმართ ვერ უზრუნველყოფდა.

მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის სანომრე ავტომობილი დაარღვევს ამ საგზაო მოძრაობის წესებს და ამის ასახვა ვიდეოჯარიმის მეშვეობით მოხდება, (საუბარი არ არის საპატრულო პოლიციის და პირის შეჩერება-დაჯარიმებაზე), ჩვენ ამ ჯარიმებს ოფიციალურ გვერდზე გამოვაქვეყნებთ და პირს აღნიშნული ჯარიმის გადასახდელად 30 დღის ვადა მიეცემა, ნაცვლად ჯარიმის ფოსტით გაგზავნისა. თუ კი ამ ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მოხდება შესაბამისი საურავისა და სანქციების გამოყენება, და საბოლოო ჯამში, თუ პირი არ გადაიხდის ამ ჯარიმას, საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ ექნება, იქამდე სანამ სახელმწიფოს წინაშე არსებულ ჯარიმას არ გადაიხდის.

ასე რომ, ეს მექანიზმი საკმაოდ ეფექტიანი იქნება. საპატრულო პოლიცია, თუკი დაჯარიმებულ ავტომობილს გააჩერებს, მას ადგილზე ჩააბარებს ჯარიმებს და ათვლა იქიდან დაიწყება, როცა ამ ჯარიმების ჩაბარება მოხდება. ამ ჯარიმების აღსრულების ბერკეტი იქნება ის, რომ ასეთი ტიპის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ ექნებათ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved