• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უცებ რომ გამოაცხადო – ბოდიში და უკანალს არადანიშნულებისამებრ იყენებ – აუარება ხალხი გამოჩნდება, ვინც იტყვის: „ვაა რა მამაცი ხარ!“

ალია ავტორი - ალია
13:57 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„ტრენდში ყოფნა, ეს ახალ მოდაზე, ცოტა გატყლარჭულად… უბრალოდ კი – საზოგადოებრივი აზრის ტალღას ზემოდან რომ მოქცევი, როცა შენზე ლაპარაკობენ, შენს ნათქვამს იტაცებენ და იმეორებენ!… რა ტკბილი თრიაქია და როგორ ეფერება ეგოს! თვითშეფასება – უმაღლესი! უკვე უცხო ადამიანები გცნობენ, საღამოს ტელევიზორში არ უყურებ შენს გამოსვლას და გაპრანჭულად ამბობ: „ოჰ, მომბეზრდა უკვე!..“ მუდმივად გყავს შენი აზრების ამტაცებელი 200-300 მკითხველი, რაც ძაან სასაცილოდ მცირეა რუსეთისთვის, ჩინეთ – კორეისთვის, მაგრამ საკმარისად დიდია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის.

… რა ტკბილია, ასეთ მდგომარეობა მაგრამ რა მაცდური! გზის ამცდენი! უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს ვეუბნები ამას. მე, რა თქმა უნდა, ასეთ ტრენდში არ ვარ, მაგრამ მქონდა მცირე პერიოდი დეპუტატობისას, როცა წამოვიწყე ერთი სკანდალური კანონპროექტი და მედიის ცენტრში ავღმოჩნდი. მიხაროდა, მსიამოვნებდა და დიდ ყურადღებას ვაქცევდი ვინ რას იტყოდა. ფბ მაშინ არ იყო, თორემ აუცილებლად მეყოლებოდა ჩემით აღფრთოვანებულთა 300-400 კაციანი ჯგუფი (განსაკუთრებით, ვინც პროსტიტუციის შესახებ კანონით იყვნენ დაინტერესებული!..). მაგარია, როცა გეუბნებიან, გიწერენ: „ვაა, რა მამაცი ხარ რომ ეს თქვი!“ „ძალიან ცოტას თუ შეუძლია ამის თქმა!“ „ჩვენი ქვეყნის სინდისი ხარ!“ „ძალიან საყვარელი ხარ და მინდა ჩაგეხუტო!“.. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ვგიჟდებოდი ასეთ რამეებს თუ შემომძახებდნენ… ახლა ვფიქრობ, რომ დიდი აზრი არა აქვს სკანდალურ ტრენდში ყოფნას. ზუსტად ასეთივე სიტყვები შეიძლება გითხრან, უცებ ქამინგ-აუტით რომ გამოხვიდე! უცებ რომ გამოაცხადო, რომ ბოდიში და უკანალს არადანიშნულებისამებრ იყენებ – აუარება ხალხი გამოჩნდება, ვინც იტყვის: „ვაა რა მამაცი ხარ!“ „ძალიან ცოტას თუ შეუძლია ამის თქმა!“ და ჩატშიც მოგივა აუარება „ძალიან საყვარელი ხარ და მინდა ჩაგეხუტო!“..

… ამიტომ ვეუბნები საკუთარ თავს და ყველას, ვინც ჩემი თავის შემდეგ მიყვარს და ვაფასებ: ნუ მიაქცევ ყურადღებას ტრენდის პიკზე, წუთიერად აღფრთოვანებულთა ქება – დიდებას! შენი რეალური შესაძლებლობებით შექმნილი ნაკლები, მაგრამ სტაბილური ავტორიტეტი გერჩიოს!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved