• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უცებ, მძღოლმა ხელი გამოაძვრინა სკამებს შორის… ხელი მიჯიკა და კარზე მიმახეთქა… “

ალია ავტორი - ალია
13:38 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ რომ ელაპარაკე, და დღეს დილას რომ ნახულობ რომ სახე აქვს გადაგლეჯილი და გასისხლული (გოგოს)

ამბავი ხდება ამ ღამით

მეგობარი, გოგო, იყო სტუმრად ლისზე, სხვა მეგობრებთან ერთად, რომლებსაც ჰყავდათ ბავშვები წამოყვანილი, ღამით ყველამ ერთად ცოტა გარეთ ისეირნეს და მერე გვიან დაიშალნენ.

ყველამ შესთავაზა გაგიყვანთო (შორს ცხოვრობს და ვინც მიდიოდა იმათთვის მეორე მხარეს) – და ბოლოს მოიპოვა უფლება რომ არაა პრობლემა, ტაქსით გავა.

მეგობრები მაინც დაელოდნენ სანამ ტაქსი მოვიდა და მერე დაიძრნენ, რომ გოგო მარტო არ მდგარიყო ბნელში ღამით გარეთ, პირველი საათი იყო, არც ისე გვიანი.

(არ მიკითხავს, ან გარეთ იდგნენ ბიჭები და ეს გოგო, ან მანქანაში იჯდა და გადმოვიდა და გადაჯდა ტაქსიში – მიგითითებთ იმაზე იმ ტაქსისტმა რაები ააცვა ალბათ ამ ამბის გამო…)

„დალშე“ გოგოს პირით, პირველ პირში:

ტაქსიში ჩაჯდომისთანავე ტაქსისტმა დამიწყო „დეჰუმანიზაცია“
ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ეს

„მიმართული“ კითხვები – იმ ნარატივით რომ „გვიან ღამით რომ გოგო ლისზეა ბიჭებთან ერთად წამოსული და სახლში მანქანით არ მიჰყავთ და ტაქსს იძახებენ… რას აკეთებდი იმ ბიჭებთან? ა? ა? იძლევი?“

ოღონდ ეს „იგრძნობა“ და ისე, რეალურად, კითხვებს სვამს იმაზე რომ
„აქეთ რა გინდოდათ?“
„რატო ასე გვიანობამდე“
„ბიჭებმა რატო არ გაგიყვანეს“
„ბევრი დალიეთ?“
„მოსაწევი?“ და ასე შემდეგ…

მერე სიგარეტი შემთავაზა, ვუთხარი უარი, რომ არ ვეწევი…
მერე კიდე რაღაც „ბაზარი შეჰყავდა“, იმაზე რომ „რას ვშვებოდით იქ, მაინც, მაინც?“
ვცდილობდი არაფერზე არ შევსულიყავი კომუნიკაციაში.
აღარც მესმოდა უკვე არაფერი, „იასნად უდაძაბულესი“ ვიჯექი.

ბოლო წლის ამ ამბავზე გამახვილებული ყურადღების გამო, ჩანთაში პეპერ სპრეიც ედო – და მარცხენა ხელით პეპერ სპრეი ამოიღო.

იჯდა უკან…

მარჯვენა ხელში ეკავა ტელეფონი…

უცებ მძღოლმა ხელი გამოაძვრინა სკამებს შორის, მაგრამ ვერ მომწვდა და ეგრევე ვთქვი რომ
„თუ შეიძლება გააჩერეთ მანქანა!“

და მართლა ეგრევე დაიწყო თან გაჩერება და თან ლაპარაკი რომ რას ნერვიულობ გოგონი, რა მოხდა, არაფერს დაგიშავებ და ეგეთები…

ჯერ კიდევ რომ მიგორავდა, მაგრამ ძალიან ნელა – მოვწიე კარის გასაღები მაგრამ არ გაიღო (თანამედროვე მანქანები არ აღებს სანამ არ გაჩერდება, უნდა გაიხსენო რომ ხელით გახსნა ჩამკეტი)

მერე უცებ იმან ღვედი შეიხსნა, „რეზკად“ გააჩერა, ტანით ჩემკენ მოტრიალდა სკამზე ეგრევე და რაღაცების თქმა გააგრძელა…

„რა იყო გოგო, რას ნერვიულობ, რა მოხდა, შენც ხომ გინდა“ – რაღაც ეგეთები…

და თან ამ „დაწყნარებისას“ მუხლზე შემეხო.

მე ხელი ავკარი მუხლზე შეხებისას რომ ხელი გაეწია.

და „საპასუხო“ მოძრაობად მეორე ხელით „მიჯიკა“ და მიმახეთქა კარებზე…

გახეთქილი აქვს მარცხენა მხარეს საფეთქელთან, დიდზე, გასისხლული, რამდენადაც ხვდება კარის „რამას“ მიეხეთქა რაღაცნაირად და…

მძღოლის უკან იჯდა სკამზე, თურმე ეგ ყველაზე უსაფრთხოა გოგოების გადმოსახედიდან, და კაბის ქვეშ ვერ გიყურებენ მასე და ა.შ…. არ ვიცოდი, მართლა…

მიხეთქებისასვე რაღაცას ცდილობდა თან ხელით „დაპრესვას“ თუ მოთოკვას არ ვიცი.

და ასე მოგრეხილმა ერთი ის მივხვდი რომ მარჯვენა იდაყვი ისედაც ინსტინქტურად ავიფარე სახეზე და მარცხენა ხელით სპრეი მივასხი ქვემოდან ზემოთ სახეზე, ბევრი მივასხი.

ვაღიარებ – რომ შემეშვა მერეც მივასხი სანამ ტვინი არ ჩამერთო რომ აღარ მეხებოდა.

მძღოლი გადახტა მანქანიდან და ღრიალებდა და ცდილობდა რამენაირად მოეშორებინა წიწაკა სახიდან/თვალებიდან…

მე გამოდვედი მანქანიდან, მეორე მხარეს კარებიდან, გამოვიძახე პატრული და ვიდექი იქვე
სანამ პატრული მოვიდოდა, ჩამოიარა უბრალოდ ეკიპაჟმა – გადავუდექი წინ და გავაჩერებინე
საიდანაც გადმოვიდა ჯერ ერთი პატრული – რომელმაც, მივიდა იმასთან, მოტრიალდა და დამიწყო მე დაბოლება რომ „რა მოხდა ქალბატონო, რა დაგიშავათ ასეთი, ასე შეიძლეება“?

იმიტომ რომ პარალელურად ის ღრიალებდა რომ „კაცი რომ გაწყნარებს უნდა დააბრმავო?“ გიჟი ხარ ვიღაცა ხარ, მიშველეთ ჩემი კააიიი!!!“ და ეგეთებს…

მაგრამ მეორე პატრულმა მაგარი უღრიალა გაჩუმდიო და მიაკაჩავა და გასწიეს იქეთ.

ამასობაში გამოძახებული პატრულიც მოვიდა და ჩამოართვეს ჩვენება და დააფიქსირეს დაზიანებები და ყველაფერი
მოკლედ ქვეყანაში რომელშიც მწვანე აუნთო კრიმინალს მთავრობამ, როცა მოვიდა და დღემდე ბოგინებენ ისინიც, პეპერ-სპრეი არის must და გამოყენება ადვილია და თითქმის ყველა პოზიდან შეიძლება.

სამწუხარო სათქმელია – მაგრამ აუცილებლად იქონიეთ (იყიდება ნებისმიერ მონადირეში, მაგალითად დინამოსთან)

წინასწარ ყ@ე კომენტარებზე საპასუხოდ:

ხომ – ვერ წაიყვანეს მეგობრებმა, რა მოხდა? – ტაქსი ვერ უნდა გამოიძახო ამ ქალაქში?

ეცვა ჩვეულებრივად – ციოდა გუშინ და რომც სცმოდა ლამაზად არ შეიძლება? ვსიო გასაუპატიურებელია?

30 წლის გოგოა, ჰყავს შვილი და არის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი ვისაც შევხვედრილვარ, არაა ინსტაგრამ სელებრითი და ცანცარა ბავშვიც არაა (რომც იყოს – მოსულა მაშინ? დაიმსახურა გაუპატიურება? მიმზიდველობა დანაშაულია?)“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved