• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

UNICEF-ის წარმომადგენელი: როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა დაიკეტოს სკოლები

ალია ავტორი - ალია
13:56 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ამბობს, რომ სკოლებში სწავლების პირისპირ დაწყება მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მისივე თქმით, დაკეტილი სკოლების პირობებში ბავშვები არამხოლოდ აკადემიურ რეგრესს განიცდიან, არამედ ეს უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ კავშირებსა და სოციალურ უნარებზე. ხალილის თქმით, დამტკიცებულია ისიც, რომ მსოფლიოში სკოლები არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების მთავარ კერას.

“არის თუ არა ვაქცინაციის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიც მაგალითად მასწავლებლებია, სავალდებულო მოთხოვნა სხვა სექტორებისთვის? მაშინ რატომ ვითხოვთ ამას სკოლებისგან? როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი? და გვიფიქრია ათასობით მოსწავლის შესახებ, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე? როგორ მიიღებენ ასეთი ბავშვები განათლებას? ისინი მას ვერ მიიღებენ და ეს უზარმაზარ პრობლემას შეუქმნის ათასობით ბავშვს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ონლაინსწავლებაზე”, – ამბობს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

სწავლის განახლებამდე ორი კვირა რჩება. ეპიდვითარების გაუარესების ფონზე ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, განახლდება თუ არა პირისპირ სწავლა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებულ ვითარებაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved