• რეკლამა
  • კონტაქტი
13:34, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმცროსმა ალიევმა მედიის ცენზურის კანონს ხელი მოაწერა!

ალია ავტორი - ალია
12:04 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

მედიის შესახებ ახალი კანონი აზერბაიჯანში პრესის თავისუფლების ფართო შეზღუდვებს მოიცავს. ერთ-ერთი ყველა ჟურნალისტისთვის რეესტრის შექმნაა — მათ ოფიციალურ სტატუსი გაუგებარი კრიტერიუმებით ენიჭებათ, ხოლო შემდეგ შეუძლიათ მიიღონ ისეთი სარგებელი სახელმწიფოსგან, როგორიცაა იპოთეკის ნაკლებ პროცენტში გამოტანა.

პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კანონს ხელი 8 თებერვალს მოაწერა. კანონპროექტი აზერბაიჯანის პარლამენტმა გასული წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა.

ჟურნალისტების ოფიციალური რეესტრი გამორიცხავს ნასამართლევ ყველა პირს და პოტენციურ ჟურნალისტებს გარკვეული მოთხოვნების შესრულებას სთხოვს. დამატებით, კანონი მოითხოვს, რომ აზერბაიჯანში მოქმედი მედია ორგანიზაციების მფლობელები აზერბაიჯანშივე ცხოვრობდნენ. შედეგად, ჟურნალისტები, რომლებიც ამბებს ქვეყნის გარეთ დაფუძნებული ოპოზიციური მედიებიდან აშუქებენ, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან. გარდა ამისა, ახალი ამბების ონლაინ გამოცემები, რომლებსაც დღეში 20 მასალაზე ნაკლები ექნებათ, ლეგალურად მედიად არ იქნებიან აღიარებულები.

კანონი, ასევე, ითვალისწინებს, რისი გაშუქება შეუძლიათ ჟურნალისტებს, კერძოდ, მოიცავს მოთხოვნას, რომ მათ ამბები მხოლოდ “ობიექტურად” გააშუქონ, თუმცა “ობიექტურობის” განმარტება განსაზღვრული არ არის — რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს უტოვებს სივრცეს, რომ კანონის საკუთარი ინტერპრეტაცია მოახდინონ.

“კანონი მედიაზე კონტროლის გაძლიერებასა და ცენზურის დაკანონებას ისახავს მიზნად”, — აცხადებს რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს (RSF) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟან კაველიე RSF-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

კანონს აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მწვავე კრიტიკაც მოჰყვა.

“პრეზიდენტმა ალიევმა მედიის შესახებ დრაკონულ კანონს მოაწერა ხელი. ჩვენ, ჟურნალისტები აღარ ვართ ლეგალურები ამ ქვეყანაში”, — დაწერა საკუთარ Facebook-ზე გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ.

როცა კანონის შესახებ პირველად გახდა ცნობილი, ჟურნალისტების არაერთმა ჯგუფმა პარლამენტის შენობის წინ აქციები მოაწყო — პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს. მთავრობის წევრები მტკიცედ აგრძელებდნენ კანონპროექტის დაცვას.

“მე ვფიქრობ, კანონი მედიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს. ის იცავს მედიის დამოუკიდებლობას, სიტყვის თავისუფლებას და მათზე სანქციას ან შეზღუდვას არ აწესებს”, — თქვა მმართველი პარტიის, ახალი აზერბაიჯანის დეპუტატმა, აიდინ მირზაზადემ ამერიკის ხმასთან.

აზერბაიჯანი მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში ყველაზე შემზღუდველი ქვეყნების სიაშია — რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს მონაცემებით, პრესის თავისუფლებაში 180-დან 167-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved