საზმაუზე ია ანთაძისთვის გადაცემის დახურვას ეხმაურება ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე:
,,უმეტესობა იმ ადამიანებისა რომელიც წლების წინ გამოუშვეს პირველი არხიდან, დღემდე წუხს იმაზე, რომ მაშინ იასგან ერთი მხარდამჭერი ზარიც კი არ მიუღიათ. ცხადია, ბევრს იმის მოლოდინიც ჰქონდა, რომ ია მათ უფლებებს ხმამაღლა დაიცავდა. ასე უნდა მომხდარიყო. ია კარგი ჟურნალისტი და წესიერი ადამიანი იყო. მაგრამ ამ წლების განმავლობაში არსად ჩანდა. ბოლო პერიოდში უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო და მისმა უახლოესმა მეგობარმა ვასილ მაღლაფერიძემაც არ დააყოვნა. ია გაუშვა სამსახურიდან.
ეს ისტორია, ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენი კოლეგა და ახლობელიც არ უნდა გაყიდოთ თქვენი კონფორმისტული სიჩუმით, ადრე თუ გვიან რეჟიმი თქვენც მოგიკაკუნებთ კარზე. ასეთია დიქტატურის ბუნება.“
,,გუშინ დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან“ – ია ანთაძეს გადაცემა დაუხურეს
კომენტარები