• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმძიმესი მდგომარეობაა, უამრავი უმუშევარია კარანტინში, ბავშვიანები, დაავადებულები ფულის გარეშე, დაგვეხმარეთ – ემიგრანტები იტალიიდან

ალია ავტორი - ალია
14:04 03-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

იტალიაში, ბარის რაიონში მცხოვრები და დასაქმებული ქართველი ემიგრანტები შველას ითხოვენ. „იქნებ მიაწვდინოთ მთავრობას ხმა, დანიშნოს სპეციალური რეისი ქალაქ ბარიში, რათა სასწრაფოდ მოხდეს ჯანმრთელობაშერყეული და უმუშევარი ემიგრანტების დაბრუნება საქართველოში“, – აცხადებენ ქართველი ემიგრანტები იტალიიდან, ბარის რეგიონიდან. თავად დასაქმებულები არიან და, როგორც შეუძლიათ, ზრუნავენ თანამემამულეებზე, მაგრამ ამბობენ, რომ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა… თეონა ბოტკოველი – ემიგრანტი, ბარი (იტალია): „კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში რაც კარანტინი დაიწყო, „დახმარების კომიტეტი“ შევქმენით და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით უმუშევრად დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს, მაგრამ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბარის რეგიონში. ალბათ სხვაგანაც, მაგრამ რასაც თავად ვხედავთ, იმას გწერთ. უამრავი უმუშევარი კარანტინში, უსაბუთოები, ბავშვიანები, თანხის გარეშე… ყველაზე მეტად ჯანმრთელობაშერყეულებს უჭირთ, უკვე ვეღარ ვწვდებით ყველას, წამალი სჭირდებათ, ექიმი, მკურნალობა… ახლა მოგვწერეს, ახალი ნაოპერაციები გოგო ყოფილა ნაქირავებ ბინაში ორ შვილთან ერთად, ვერც ექიმთან მიდის და არც საჭმლის ფული აქვს. კატასტროფის წინაშე ვართ… გადაადგილება კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა, ახალი კანონით ხვალიდან ის გოგოებიც ვეღარ იმოძრავებენ ქუჩაში, რომლებსაც მანქანით გადაადგილების საშუალება ჰქონდათ და მათი დახმარებით თანხასა და საჭირო პროდუქტს ვაწვდიდით ჩვენს თანამემამულეებს. ჯარიმებია და ციხე კარანტინის დამრღვევებზე. კარანტინი კი შეიძლება აპრილის ბოლომდე გაგრძელდეს, ამიტომ გვინდა ხმა მივაწვდინიოთ ჩვენს მთავრობას, ერთი სპეციალური რეისი დანიშნონ ბარის რეგიონის ემიგრანტებისთვის. წამოსვლის მსურველების უმეტესობა სწორედ ეს ჯანმრთელობაშერყეული და უმუშევარი ხალხია და როგორმე დააბრუნონ ისინი საქართველოში, გაიყვანონ იტალიიდან“. როგორც ცნობილი, 10 მარტიდან მთელ იტალიაში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა, ბევრმა ემიგრანტმა, რომელიც გარე სამუშაოებზე იყი დასაქმებული, სამუშაო დაკარგა და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ანალოგიური სიტუაციაა სამხრეთის ქალაქ ბარიში, სადაც ყველაზე მეტი ქართველია თავმოყრილი.

2020news.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved