• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესი იცვლება

ალია ავტორი - ალია
19:39 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაცია.

„მოქმედი რეგულაციით უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია აკრედიტაციის განაცხადს წარადგენს თითოეული პროგრამისთვის ცალ-ცალკე. ცვლილებების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა და უფლებამოსილება სააკრედიტაციოდ წარმოადგინონ პროგრამის შინაარსის, სწავლის მიზნების და შედეგების ნიშნით ერთ კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ დადებით მხარეებზე, რასაც ეს ცვლილება მოიტანს: „კლასტერული აკრედიტაციის მოდელი სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში. ასევე, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვას და მობილიზებას“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ცვლილება გამომდინარეობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მუდმივი განახლებისა და განვითარების, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების ერთიან სისტემასთან ჰარმონიზაციის მიზნებიდან.

დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად 76 ხმით დაუჭირეს მხარი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ სხდომაზე განსახილველად ასევე გაიტანა  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც უქმდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმი.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დღეისათვის არსებობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გარე შეფასების აკრედიტაციის მექანიზმი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ნებაყოფლობითია, მაგრამ ის დღეს აქტიურად არ გამოიყენება და მისი ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში  სულ სამმა პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია ნებაყოფლობით.

„დღის წესრიგში დადგა გარე შეფასების მოქმედი მექანიზმის გაუქმება – აკრედიტაცია და მისი მიზნების ინტეგრირება მოხდეს მეორე გარე შეფასების მექანიზმში, როგორიცაა ავტორიზაცია, რომლის სტანდარტებიც ასევე იცვლება და განისაზღვრება ავტორიზაციის სტანდარტების ქვესტანდარტები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილებით, სკოლის გარე შეფასების ორი მექანიზმი არ არსებობს და ერთ მექანიზმში ამ ფუნქციის ინტეგრირება საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესაბამისად განხორციელდება. მისი თქმით, ცვლილებების მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

„შეიქმნება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი. უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე. კერძოდ, შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გაივლიან მხოლოდ ავტორიზაციას“, – განაცხადა მომხსენებელმა.

პარლამენტმა ასევე იმსჯელა პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved