უკრიანის ექსპრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეთავაზებას პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით FACEBOOK-ზე გამოეხმაურა. პოროშენკო წერს, რომ “უკრაინაში თავად გაარკვევენ”.
“ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში პროევროპული ოპოზიციის დევნით ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პუტინს საჩუქარი გაუკეთოს. პუტინმა ეს დაადასტურა.
ვურჩევ ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩს, შეწყვიტოს პუტინის გახარება და ქვეყანას მიხედოს. მისი და სამაღტალდამცავი ორგანოების ძალისმხევა პოროშენკოს ნაცვლად რუსული საფრთხის წინააღმდეგ მიმართოს.
ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ – საბოლოოდ გააცნობიერეთ, ჩვენ თვითონ გავერკვევით, აქ, უკრაინაში. და რუსეთის პოლიტიკა, “იზრუნოს უკრაინასა და უკრაინელ პოლიტიკოსებზე, დიდი ხანია დასრულდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მე ამირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად”.- წერს პოროშენკო.
კომენტარები