სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„უკრაინისთვის კრიტიკული იქნება ეს 1-2 დღე. იმედია გაუძლებენ.
ალყის საფრთხეა დონბასთან. ასევე, არ უნდა დაიშვას კიევის ბლოკირება დასავლეთიდან.
კრემლს ვერაფერი გაათეთრებს. ბელარუსი კი ვერასდროს ჩამოირეცხავს…
წარმოუდგენელი რამ ხდება: სამი სლავიანური სახელმწიფო ომობს.
ვერასდროს ვერაფრით გაამართლებენ ამ აგრესიას.
სანქციები მწვავეა, მაგრამ ომს სწრაფად ვერ შეაჩერებს, თუ მსოფლიო ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა არ იქნება.
დანარჩენი ხვალ“- წერს სალუქვაძძე.














კომენტარები