უკრაინის უმაღლესმა რადამ უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან ამანათებზე უბაჟო ლიმიტი 150 ევრომდე გაზარდა. ასეთ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას პრესსსამსახური ავრცელებს.
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო საბაჟო კოდექსის ცვლილებები, რომლიც თანახმადაც უცხოეთის ონლაინ-მაღაზიებიდან ამანათით მიღებულ საქონელზე უბაჟო ლიმიტის მოცულობა 100 ევროდან 150 ევრომდე იზრდება.
დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის ღიირებულება 150 ევროზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 ევროა, მიმღებმა უნდა გადაიხადოს 10% იმპორტის გადასახადი და დღგ, დასაბეგრი ბაზა კი უნდა გამოითვალოს როგორც სხვაობა ამანათის ღირებულებას და დაუბეგრავ ლიმიტს შორის.
ცნობისთვის, საქართველოს კანომდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.
კომენტარები