უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ტარანი ამ თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა. როგორც ფრაქციის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა დავით არახამიამ განაცხადა, ტარანს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს. თავდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დაიკავოს.
უმაღლესმა რადამ სხვა მინისტრების და მთავრობის წევრთა უფლებამოსილების საკითხიც უნდა განიხილოს.
კომენტარები