უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უცხოური მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვარზე სისხლს მარაგს გზავნის კატეგორიულად უარყო.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა Facebook-ზე განაცხადა.
„ამჟამად ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, თითქოს რუსეთმა უკრაინის საზღვარზე დაჭრილთათვის სისხლი და სხვა სამედიცინო საშუალებები გაუგზავნა.
ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი „სიახლე“ პანიკის გამოსაწვევად კეთდება და ფსიქოლოგიური ომია”, – წერს იგი.
მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაციის მიზანი უკრაინულ საზოგადოებაში პანიკისა და შიშის გავრცელებაა.














კომენტარები