უკრაინის მოქალაქეები დღეს მარიუპოლიდან ევაკუაციას შეძლებენ, – ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური იუწყება.
„ოფიციალურად, დღეს შესაძლებელია მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ხალხის შეკრება 16:00 საათზე სავაჭრო ცენტრ „პორტ-სიტის“ მახლობლად იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საკრებულომ ასევე ყველა უკრაინელს, ვისაც ნათესავები ან ნაცნობები ჰყავს მარიუპოლში, მოუწოდა, რომ ყველანაირად ეცადონ მათთან დაკავშირებას და ევაკუაციის გეგმის შესახებ უთხრან.
კომენტარები