• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინელები ან უნდა განადგურდნენ, როგორც ნაცისტები, ან ისინი უნდა გარდავქმნათ – რუსი პროპაგანდისტი

ალია ავტორი - ალია
13:00 04-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

„უკრაინიზმი – ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქციაა, უკრაინელები  ან უნდა განადგურდნენ, როგორც ნაცისტები, ან ისინი უნდა გარდავქმნათ“. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი ტიმოფეი სერგეიცევი თავის სტატიაში წერს სახელწოდებით „რა უნდა უქნას რუსეთმა უკრაინას“. ინფორმაციას „უნიანი“ავრცელებს.

სტატია სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც მთელმა მსოფლიომ კიევის ოლქის ქალაქ ბუშაჩი რუსი ოკუპანტების დანაშაულის შესახებ შეიტყო. მათ ირპენში, ბუჩაში და გოსტომელში ასობით მშვიდობიანი ადამიანი დახვრიტეს, ასევე, არის გაუპატიურების და წამების ფაქტებიც.

თავის სტატიაში ტიმოფეი სერგეიცევი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელების მასობრივ მკვლელობებზე მსჯელობს. ის მშვიდობიან მოსახლეობას ნაცისტებს უწოდებს, რომლებიც უნდა გარდაიქმნან, მათ შორის საუბარია პოლიტიკის, კულტურის და განათლების სფეროების რადიკალურ გარდაქმნაზე.

სერგეიცევი წერს, რომ დენაციფიკაცია დეუკრაინიზაციას ნიშნავს. უკრაინის დაპყრობის შემდეგ პროპაგანდისტი პუბლიცისტის აზრით, ქვეყანაში ხელისუფლება უნდა დაემხოს და მას „პოლიტიკური ფინქციონალობა უნდა ჩამოერთვას“.

პროპაგანდისტები ამბობენ, რომ უკრიანიზმი „არის ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქცია, რომელსაც ცივილიზებული შინაარსი არ გააჩნია. სერგეიცევი, ასევე, ამბობს, რომ რუსეთმა ქვეყანაში დებენდერიზაცია უნდა ჩაატაროს.

ასევე, სერგეიცევი და მისი მხარდამჭერები უკრაინაში მარშალის გეგმის ჩატარების შეუძლებლობაზე საუბრობენ, ნეიტრალიტეტი კი მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებით წარმოუდგენიათ.

„ნეიტრალიტეტი დენაციფიკაციის გარეშე წარმოუდგენელია. დენაციფიცირებულ რესპუბლიკებში ორგანიზაციები და პირები უნდა დაეყრდნონ რუსეთის ძალისმიერ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას“, – წერს ტიმოფეი სერგეიცევი.

შეგახსენებთ, რომ სტატია სწორედ იმ დღეს გავრცელდა, როდესაც მთელ მსოფლიოში ქალაქ ბუჩადან კადრები გავრცელდა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ასობით მშვიდობიანი უკრაინელი დახოცეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved