უკრაინელმა ჟურნალისტებმა პულიტცერის პრემიის კომიტეტისგან სპეციალური ჯილდო მიიღეს სიმამაცის, გამბედაობისა და “პუტინის დაუნდობელი შეჭრის დროს” მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის. კომიტეტს ჟურნალისტების კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია.
“მიუხედავად დაბომბვის, გატაცებებისა, ოკუპაციისა და ჟურნალისტების რიგებში დაღუპვისა, ისინი აგრძელებენ ძალისხმევას, წარმოადგინონ საშინელი რეალობის ზუსტი სურათი, პატივი სცენ უკრაინასა და ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში”, – წერია პულიცერის პრემიის განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინაში ომს უკვე არაერთი ჟურნალისტის, მათ შორის უცხოური მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები