საქველმოქმედო ფონდი „ქართული ლეგიონის“ მხარდასაჭერად – დღეიდან უკრაინაში მებრძოლი ქართველების დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ონლაინ გადარიცხონ. ვებგვერდი – georgianlegion.ge- უკვე ფუნქციონერებს და მასზე განთავსებულია იმ სამხედრო და ტექნიკური აღჭურვილობის სია, რომელიც ლეგიონერებს ამჟამად სჭირდებათ. ფონდის პრეზენტაციას ესწრებოდა ქართული ლეგიონის მეთაურის მოადგილე ლევან ფიფია, რომელმაც უკრაინიდან ჩამოტანილი სახალხო გმირის ორდენი მარიუპოლში გმირულად დაღუპული ბახვა ჩიქობავას ოჯახს გადასცა. ბახვა ჩიქობავა აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, მას უკრაინელმა ხალხმა სახალხო გმირის წოდება რამდენიმე თვის წინ მიანიჭა.
კომენტარები