ამ დრომდე ვერ ხერხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ფრონტის ხაზიდან გამოსვენება.
ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ბახმუტთან სასტიკ ბრძოლაში სამ დეკემბერს დაიღუპნენ. ხუთივე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო.
24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას 33 ქართველი გმირი შეეწირა.
კომენტარები