უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს – ზაზა ბიწაძეს, ალიკა ცაავას და არკადი კასრაძეს სამშობლოში კვირის ბოლოს გადმოასვენებენ.
საქართველოს ელჩი უკრაინაში აცხადებს, რომ ერთ-ერთი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში სავარაუდოდ პარასკევს საღამოს გადმოასვენებენ ხოლო დანარჩენი ორი ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენება სავარაუდოდ შაბათს მოხდება.
უკრაინაში რუსულ აგრესიას ცხრა ქართველი მებრძოლი შეეწირა.
კომენტარები