• რეკლამა
  • კონტაქტი
03:59, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინას არ სჭირდება ბირთვული იარაღის შექმნა, მათ შეუძლიათ ისეთი რაკეტების წარმოება, რომლებსაც ექნება ძალიან მძლავრი დამრტყმელი არაბირთვული მუხტი – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:11 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მთავრობა ახლა იგივე სანქციების დაწესებას უნდა ითხოვდეს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მიმართ.

“რატომ არ ვითხოვთ ზუსტად იგივე სანქციების დაწესებას აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მიმართ, როგორც ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ დააწესეს?! 2008 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მოამზადა ასეთი სანქციების პაკეტი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მათი ხელმოწერა გადაიფიქრა.

ახლა მთავრობის მიერ სანქციების არ მოთხოვნა უხეში შეცდომაა. თუ იგივე სანქციები დაწესდება, ვეღარავინ ააშენებს სასტუმროებს აფხაზეთში, არ მოიწვევს სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს და “მოქალაქეებს”. მათ მოგზაურობა მხოლოდ რუსეთში შეეძლებათ და ეს საბოლოოდ ძალიან გაამყარებს საქართველოს შანსებს რეგიონების მშვიდობიან რეინტეგრაციაზე.

მე, როგორც უკრაინის ნაციონალური რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, არაერთხელ ვყოფილვარ “იუჟმაშში”, დნიპროში. ეს ის საწარმოა, რომელსაც სარაკეტო და ბირთვული ტექნოლოგია აქვს. დიდ საიდუმლოს არ გავთქვამ თუ ვიტყვი, რომ ქვეყანას არ სჭირდება ბირთვული იარაღის შექმნა, მათ შეუძლიათ ისეთი რაკეტების ძალიან სწრაფად წარმოება, რომლებსაც ექნება ძალიან მძლავრი დამრტყმელი არაბირთვული მუხტი, რომელიც სამიზნეს ტაქტიკური ბირთვული რაკეტების დონეზე ანადგურებს. ასევე, უკრაინას აქვს უამრავი სხვა, არამხოლოდ საბჭოთა, არამედ ახალი ტექნოლოგია.

“უკრაინბორომპრომის” ხელმძღვანელმა, ჩემმა ძველმა მეგობარმა იური გუსევმა, რომელიც თავის დროზე პოროშენკომ მხოლოდ იმიტომ მოხსნა, რომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ჩემს პრემიერმინისტრად დანიშვნას და ზელენსკიმ დააბრუნა, გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. მან ასევე, ჩემი რეკომენდაციით, მრჩევლად მიიწვია ჩვენი “დელტას” ერთ-ერთი შემქმნელი რევაზ ჭარბაძე. მე ველი, რომ ისინი ძალიან მალე მოახდენენ გარღვევას. მათ ჯერ კიდევ ჰყავთ სუპერ სპეციალისტები და აქვთ დიდი პოტენციალი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved