უკრაინამ ბრძოლაში თურქული Bayraktar TB-2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგზე ისაუბრეს.
ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც გადაღებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თურქული უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების კადრები. ვიდეოზე ჩანს, როგორ ანადგურებენ „ბაირაქტარები“ ცოცხალ ძალას და ჯავშანტექნიკას.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თურქეთისგან 12 Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა შეძენილი, გასულ წელს კი მათ დამატებით შეიძინეს ამავე ტიპის კიდევ 24 დრონი.
თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა და ეს მისი საბრძოლო წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.














კომენტარები