რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების განცხადებებს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ, პროვოკაციას უწოდებს, – ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალება ТАСС ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
“მიზანმიმართული პროვოკაციის მიზანი ვითარების დაძაბვაა. უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე რუსული განადგურების საშუალებებით არანაირი იერიში არ მიგვიტანია”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
კომენტარები