უკრაინა მზად არის რუსეთთან ნეიტრალურ სტატუსზე მოლაპარაკება აწარმოოს, მაგრამ მოსკოვისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
“უკრაინა ყოველთვის იტოვებდა და იტოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის მაშინ, როდესაც რუსეთი სრულმასშტაბურ ინტერვენციაზე წამოვიდა. ეს ომი უნდა შეწყდეს. ეს საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს,” – განაცხადაუკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
კომენტარები