პროკურატურის ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ აგვისტოს დასაწყისში, გარდაბანში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ გაავრცელა მეუღლის ინტიმური ხასიათის ფოტოსურათები. ბრალდებული 24 აგვისტოს დააკავეს”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება) წარედგინა, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები