10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება.
„11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 11 მარტს +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში კი, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 10 მარტს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-12 მარტს +23, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 12 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები