• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტვ პირველმა“ ივანიშვილის ფარული ჩანაწერები “გამოაქვეყნა (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
11:58 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

ტვ პირველის “შაბათის ეთერმა” ოლიგარქის სატელეფონო საუბრების აუდიო მასალა მოიპოვა. აუდიო ფაილები რომლებიც შაბათის გუნდის ხელში აღმოჩნდა, 2008 წლის სექტემბრით თარიღდება.  საუბრები აგვისტოს ომის შემდეგ შედგა, მაშინ როცა  რუსი სამხედროები ჯერ კიდევ  შუაგულ საქართველოში იყვნენ. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს კრემლთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და პუტინს შუამავლების საშუალებით ესაუბრებოდა.

რუსეთის ელჩის პოსტი საქართველოში ამ დროს ვიაჩესლავ კოვალენკოს ეკავა. ქვეყნიდან წასვლის წინ მას რამდენიმე ადამიანთან გამომშვიდობება უნდა, მათთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა და ვისაც კრემლის კაცად მიიჩნევს. 

საელჩო კავშირზე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკის მაშინდელ მაღალჩინოსანთან, გიგა ჩრდილელთან გადის და ივანიშვილს გამოსამშვიდობებელ საღამოზე იბარებენ. 

საუბარში  ისმის პირველი დავალება. გიგა ჩრდილელს ბიძინა ივანიშვილი სთხოვს რუსეთის საელჩოს მოუბოდიშოს იმისთვის რომ გამომშვიდოებებას პირადად ვერ ახერხებს, თუმცა ჰპირდება რომ მჭიდრო ურთიერთობას მათი მოსკოვში გამგზავრების შემდეგაც შეინარჩუნებს. 

თითქმის 4 წუთიანი ჩანაწერის ყველაზე სკანდალური ნაწილი ბიძინა ივანიშვილის დაპირებაა. აგვისტოს ომის შემდეგ, 1 თვეში, რუსეთის ხელისუფლებას ივანიშვილი უთვლის, რომ საქართველოს დატოვებას და ოკუპანტ ქვეყანაში გადაბარგებას აპირებს. 

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ყოფილი მარჯვენა ხელის, გიგა ჩრდილელის აუდიო ჩანაწერიდან დგინდება, რომ ქართული ოცნების ლიდერს,  რუსეთის ელჩთან და საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მჭიდრო ურთიერთობა ომამდე და ომის შემდეგაც, მუდმივად ჰქონდა.  ჩანაწერში ჩრდილელთან საუბრისას, ივანიშვილი რუსეთის ელჩთან მიმართებაში იყენებს ფრაზას – “ბევრ რამეს შევაცვლევინებდი”, რაც ადასტურებს იმას, რომ ოლიგარქი განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობდა. 

ადრე რომ ჩამოსულიყო ეს სისულელეები არ მოხდებოდა” , – ამბობს ივანიშვილი სატელეფონო საუბრისას.

ჩანაწერში ივანიშვილი ორჯერ მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს. თუმცა ვიდრე მოსკოვში არ გადაბარგდებოდა, არ უნდოდა რომ ამის შესახებ ვინმეს გაეგო,  მისი და პუტინის მჭიდრო კავშირები მანამდე გამოაშკარავებულიყო, ვიდრე საქართველოს არ დატოვებს. 

მიუხედავად იმისა, რომ აუდიო ფაილში ივანიშვილი და მისი თანამოსაუბრე ძალიან ფრთხილობენ და მინიშნებებით საუბრობენ,  დიალოგის პირველი ნაწილი მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.  რუსეთის წარმომადგენელს საქართველოში, რომელიც იძულებულია ომის შემდეგ ქვეყანა დატოვოს, ბიძინა ივანიშვილი პატრონობას ჰპირდება და საქმიანი წინადადებებით შეხვედრას უკვე მოსკოვში უანონსებს. 

გიგა ჩრდილელი მილიარდერის დავალებების შესრულებას მალევე იწყებს. ის რუსეთის საელჩოს წარმომადგენელთან კავშირზე გადის და როგორც ივანიშვილმა დაავალა, შეხვედრას საელჩოს ოფიციალურ პირებთან ათანხმებს. 

ტვ პირველი გიგა ჩრდილელს დაუკავშირდა. მან დავალებების მიღება და კავშირი უარყო, თუმცა კოვალენკოსთან ნაცნობობა დაადასტურა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved