• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცვლილება მიღებულია – ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი?

ალია ავტორი - ალია
10:52 03-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,355

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.

საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის.

ცვლილების თანახმად, ყველაზე მაღალი – 10 კოეფიციენტი განისაზღვრა პრეზიდენტისა და პრემიერის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ეს კი ნიშნავს, რომ 2024 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, მათი წლიური ანაზღაურება 159 600 ლარამდე გაიზრდება.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საბაზო თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 330 ლარს. ეს უნდა გავამრავლოთ შესაბამის კოეფიციენტზე, რაც პრეზიდენტის და პრემიერის შემთხვევაში არის 10 და მიღებული 13 300 ლარი იქნება მათი თვიური ანაზღაურება. ეს კი წლის განმავლობაში 159 600 ლარი გამოდის. აღნიშნულ თანხას თუ გამოვაკლებთ 20%-იან საშემოსავლოს მივიღებთ, რომ პრეზიდენტის და პრემიერის დარიცხული წლიური ხელფასი (ე.წ. ხელზე ასაღები წლიური ანაზღაურება) იქნება 127 680 ლარი.

შედარება რომ გავაკეთოთ, ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, პრეზიდენტის 2023 წლის დარიცხული ხელფასი 84 220 ლარი იყო, პრემიერის 2022 წლის კი 41 004 ლარი.

რაც შეეხება მინისტრებს/სახელმწიფო მინისტრს, მათ შემთხვევაში კოეფიციენტი 8.5-ს შეადგენს, შესაბამისად მინისტრებს წლიური დარიცხული (20%-იანი საშემოსავლოს გამოკლებით) ხელფასი 108 528 ლარი ექნებათ.

ამასთან, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის შემთხვევაში, წლიური ანაზღაურება იქნება 119 700 ლარი; მოადგილეების – 115 710 ლარი; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის – 135 660 ლარი; მათი მოადგილეების კი – 103 740 ლარი; უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება – 95 760 ლარი იქნება; ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის შესაბამისად, 95 760 და 83 784 ლარი; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის – 79 800 ლარი, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ასევე 79 800 ლარი. (შეგახსენებთ, რომ ამ თანხას საშემოსავლო 20%-იანი გადასახადი არ აქვს გამოკლებული).

ცნობისთვის, ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება. შესაბამისად, თუ 2025 წელს მთავრობა საბაზო თანამდებობრივ სარგოს უფრო გაზრდის, ვიდრე 2024 წელს 1 330 ლარია, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურებაც უფრო მეტი იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved