გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.
უმეტეს რეგიონში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს. იქროლებს დასავლეთი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +6 +11 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი +7 +12 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები