ეროვნული კინო ცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. გაგა ჩხეიძე ამბობს,რომ წულუკიანთან პირველი კამათი ფილმის შესახებ მოუვიდა, როცა მინისტრი ფილმის შინაარსის განხილვაშიც კი შევიდა და ქართველი რეჟისორის ნამუშევარი დაიწუნა.
ჩვენი საუბარი დაიწყო ერთი ფილმის განხილვით, ეს გახლავთ სალომე ჯაშიც “მოთვინიერება”, რომლის პრემიერითაც უკმაყოფილო იყო ქალბატონი თეა. უკმაყოფილო იყო იმითიც, რომ კინოცენტრმა სახელმწიფოს ფული დახარჯა ფილმის დაფინანსებაზე”, – ამბობს გაგა ჩხეიძე.
გაგა ჩხეიძე წულუკიანის რეპრესიების მორიგი მსხვერპლი რამდენიმე კვირის წინ გახდა,ის სამსახურიდან მინისტრმა ვადის ამოწურვამდე გაუშვა. ეროვნული კინოცენტრი წულუკიანმა მისთვის სანდო მოადგილეს, კარლო სიხარულიძეს ჩააბარა. გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მეორედ იყო არჩეული ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით, და უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თვენახევარი ჰქონდა დარჩენილი.
კომენტარები