• რეკლამა
  • კონტაქტი
03:56, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცუდი სისტემა რომ უკეთესი გახდეს, ორი გზაა” – დემურ გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
17:52 10-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს ეკონომისტი დემურ გიორხელიძე  და სისტემის ცვლილებაზე საუბრობს.  “უტვინო და ამპარტავნულმა უსუსრმა პოლიტიკამ საქართველოს ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის 55% დააკარგვინა!” – წერს გიორხელიძე.
როგორც გიორხელიძე აღნიშნავს, როდესაც არჩევანს აკეთებ ცუდს და უარეს შორის იმ იმედით რომ შემდეგ კარგი გამოჩნდება, ეს ნიშნავს რომ არ აზროვნებ სახელმწიფოებრივად.

მისი თქმით, სახელმწიფოს მომავალი იმ ხალხის იმედზე ვერ იქნება, ვინც ფიქრობს რომ  დავამარცხეთ ვიღაც. 

“როდესაც ირჩევ ცუდსა და უარესს შორის და ამას ამართლებ დროებითი გადაწყვეტილებით, რომ შემდეგ “კარგი გამოჩნდება” – არ ხარ საკუთარი სახელმწიფოს მქონე პიროვნების აზროვნებამდე ასული! რატომ?!როცა ცუდს ირჩევ უარესის ფონზე, -შენ ცუდს აძლევ ყველაზე დიდ რამეს პოლიტიკაში -შენ მას აძლევ ლეგიტიმაციას და ცუდი ხდება შენი ქვეყნის (რომელიც ვერ გაგიაგია, რომ სახელმწიფოდ იქცა და ანადგურებ!) ხელისუფლება -ანუ ცუდი ხელისუფლება ლეგიტიმური ხდება, – ანუ იქმნება სისტემა!სისტემის ფუნდამენტური თვისება კი საკუთარი თავის შენარჩუნებაა! იგი ყველაფერზე მიდის და წავა, რომ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, რადგან ხალხმა შეასრულე თავისი ფუნქცია ამ ცუდი სისტემისათვის, – უთხრა, რომ ლეგიტიმური ხარო! ამით მთავრდება ამ ცუდი სისტემისათვის ხალხის ფუქნცია!მომავალ ლეგიტიმაციამდე ხალხი არავინაა და მას ისევ დაიკიდებენ იმ ერთ ადგილზე, სადაც 30 წელია ხელისუფლებები მას იკიდებენ!კარგი გამოჩნდება?!სად?!ცუდ სისტემაში?!ახლა კითხვა მაქვს: “კარგი 3,735 მლნ ადამიანში არ არის?!და გაიძახი, აბა სხვა ვინააო?! რატომ გაიძახი?გონებადმთხვეული ხარ?!კრეტინი ხარ?!საკუთარი თავის მტერი ხარ?!ბნელი ხარ?!სისტემა რომ კარგს, რომელიც მისი ბუნებრივი დამამხობელია საქმითა და პოზიციით, ყველანაირად ხელს შეუშლის და შეზღუდავს, არ იცი?!ცუდი სისტემა რომ უკეთესი გახდეს, ორი გზაა:(1) იგი უნდა დალპეს ბოლომდე და შეიცვალოს, მაგრამ გაქვს თუა არა თვითშენარჩუნების რესურსი, სანამ სისტემა თავად დალპება ზეზეულად, – ეს არის მთავარი საკითხი დაამის ცდა – უდიდესი რისკია!ანდა,(2) ცუდ სისტემა შესაძლებელია შეიცვალოს უკეთესით, მაგრამ ეს თავისთავად არ მოხდება და საზოგადოებას უდიდესი ძალისხმევა მოუწევს, თუ უნდა არსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში!ანბანურ რამეებს ვწერ, – ა ნ ბ ა ნ უ რ ს!საუბედუროდ, ასეთი ელემნტარული რამეებიც კი არ არის გააზრებული!მაგრამ მუშაობაა საჭირო!სანამ კატასტროფა არ მომხდარა!ჯერ არის რესურსი და არის ცოტა დრო, მაგრამ არა უმოქმედობისთვის!მ თ ა ვ ა რ ი: საზოგადოების რაღაც აუცილებელ მინიმალურ ნაწილს უნდა სურდეს ცვლილებები! კმაყოფილ ხალხს (დავამარცხეთ ვიღაცაო) პასუხისმგებლობა არა აქვს და სახელმწიფოს მომავალი მათ იმედზე ვერ იქნება!გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა:უტვინო და ამპარტავნულმა უსუსრმა პოლიტიკამ საქართველოს ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის 55% დააკარგვინა!უტვინო, უპასუხისმგებლო, შლეგმა და ატრუებული არაპროფესიონალი ხალხის, ანდა, უარეს შემთხვევაში მზაკვრული მიზნებით შეპყრობილი ხალხის პოლიტიკამ რომ დააკარგვინა!გასაგებია?!თუ არაა გასაგები, -საკუთარ თავს გაეცით პასუხი, ოღონდ, საკუთარ თავთან ნუ იჩათლახებთ და ნუ მოატყუებთ, ნუ დააბოლებთ,გეყოთ გამბედაობა, – უ პ ა ს უ ხ ე თ ერთ კითხვას: ” რატომ დაკარგა საქართველომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის 55%?”გაქვთ გამვედაობა, ელემენტარული ღირსება და ელემენტარული პასუხისმგებლობა, საღად შეხედოთ საქართველოს ტრაგედიას? – წერს დემურ გიორხელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved