• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წყვილი შვილს 3 წლის განმავლობაში ელოდა – კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა, ექიმებმა ნაყოფიც ვერ გადაარჩინეს

ალია ავტორი - ალია
16:36 11-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

დედოფლისწყაროში, ახალი კორონავირუსით 36 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.

“36 წლის ქალი, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. ის თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ექიმებმა ვერც შვიდი თვის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ეს მისთვის პირველი ორსულობა იყო, წყვილი შვილს სამი წლის განმავლობაში ელოდა.

როგორც გარდაცვლილის ახლობლებმა “დედოფლისწყაროს ტელევიზიას” განუცხადეს, დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში მცხოვრები ეკა ლიქოკელი ფოთში იყო გათხოვილი და კორონავირუსით დაახლოებით ორი კვირის წინ სწორედ ფოთში დაინფიცირდა. დაინფიცირების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ორსული პაციენტი სამკურნალოდ 21 ოქტომბერს ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი დედაქალაქში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ბიჭს ელოდებოდა, მაგრამ კორონავირუსმა არ აცადა ბედნიერება. ჯერ მკვდარი ნაყოფი გაჩნდა და შემდეგ ისიც დაიღუპა. საშინელება დაგვატყდა თავს,“ – ამბობს მისი მეჯვარე.

„ექვსი თვის ორსულს გინეკოლოგმა უთხრა, შენი გადასაწყვეტია კორონავირუსის ვაქცინით აიცრები თუ არაო. არ აუხსნიათ, რომ ორსულისთვის გადამწყვეტია ვაქცინაცია. აღარ აიცრა… დაღუპეს ოჯახი. წინა წლებშიც ჰქონდა შეწყვეტილი ორსულობები და დიდი სიხარულით ელოდნენ მშობიარობას,“ – აღნიშნავენ დაღუპულის ახლობლები.

როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ამ დროისთვის დედოფლისწყაროში კორონავირუსის გართულებით 54 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთაგან სრულად ვაქცინირებული არცერთი მათგანი არ იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved